siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 1:01 AM    
siyvaruli.in
1. ვერძი არ ელოდება როდის გაჩერდება, ეგრევე აღებს კარებს და კისრისტეხით ხტება.

2. კურო მარუშტკაში ადის ნაყინით, ცდილობს თავისი "მოქნილობით"გვერდი აუაროს დანარჩენ მგზავრებს, მაგრამ მაინც ახერხებს ზოგიერთის მოთხვრას (მაგ. ქალწულის -რომელიც მშვიდი ისტერიული გამომეტყველებით ზის და ითვლის წუთებს როდის მივა სახლში და შხაპს მიიღებს). როცა ყველას გონია რომ მორჩა, გადარჩნენ - კურო შაურმას დააძრობს ჩანთიდან .

3. ტყუპები - გასწევს ფანჯარას დახურავს, გასწევს დახურავს, კვდება სიცილით როცა ხედავს როგორ ეწეწება თმები მგზავრეს.

4. კირჩხიბი - არ უნდა ჩასვლა, მშვენივრად მოკალათდა თავის ადგილზე. საერთოდაც ხომ არ დარჩეს ფიქრობს.

5. ლომი მძღოლის გვერდით ზის. უნდა ყველას დაანახოს, რომ მძღოლი მისი ხელქვეითია და მის ბრძანებებს ემორჩილება.

6. ქალწულს "აკურატულად" აქვს გადათვლილი თანხა, რომელიც ჩასვლისას უნდა გადაიხადოს. გაჩერბამდე კიდევ ასწრებს გადაამომწომს, საფულე ხომ თავის ადგილზეა, ხელში მოიმარჯვოს სათითაოდ გადათვლილი გადაყწობილი ხურდები.

7. სასწორი ფიქრობს სწორ ნომერში "ამოვიდა" თუ არა. მაგრამ ამასაობაში მეორე საფიქრალი უჩნდება-ქაღალდის ფულით გადაიხადოს მგზავრობის საფასური თუ ხურდებით. ბოლოს გაჩერებას გაცხდება და მეორე "კურგზე" ჩავა.

8. მშვილდოსანი ინტერესით ათვალიერებს სახლებს. ქუჩებს და ცდილობს აიყოლიოს დანარჩენი ზოდიაქოები რომ მძღოლი ექსკურსიაზე წაიყვანონ.

9. მორიელს ახსოვს რომ ამ მარშუტის მძღოლმა ერთხელ ხურდა დააკლო. ეხლა ფიქრობს ჩასვლისის მოწამლული ხურდები ჩაუთვალოს თუ რამე სხვა ხერდით მოკლას.

10.თხის რქა - კარს გააღებს და იკითხავს "ვაჟას თუ უდგებაო" ყველა ჩაიხოცება, თხის რქა ვერ მიხვდება რაზე გაიცინეს, გაბრაზდება და კარს მიაჯახუნებს.

11. მერწყული მადლობაზე ჩავა :))

12. თევზი ოცნებობს რომ ოდესმე საკუთარი მარშუტკა ეყოლება და ყველას უფასოდ ამგზავრებს. გაჩერებას გასცდება ოცნებებში
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 Matiaas   (2014-06-09 7:10 PM) [Entry]
You have shed a ray of susihnne into the forum. Thanks!










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<