როგორც იფნები, როგორც ვერხვები
მზრებს დაეხარნენ სუქთა შვილდები.
გითხარ, რომ ქვეყნად ვეღარ შევხვდებით
და ატირებულს ვერ გამშვიდებდი.
ო, იმ საღამო ცის ლურჯი ფერი
იცრიდა გაყრას, წამწამა შვილდო,
ბედმა შესცვალა როლები ჩვენი
და ქვეყანაზე ვინ დაგამშვიდოს?!
1940 |