ახლაც ჩემს თვალწინ არის
თქვენი ბინა ტყის პირად
და საღამო მდინარის,
გახელილი ცისფერად.
მთავაზობდით დები ვარდთ
და ამბობდით ლანდებით:
"თქვენ ისეთი კარგი ხართ,
თქვენ პოეტი ბრძანდებით”.
და გავიდა ივლისი,
და მოვიდა, წამებო,
შფოთიანი თბილისი:
პოეტების სამეფო! |