siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-18 - 6:06 AM    

სავალდებულო კომპოზიცია არ არსებობს.

შეგიძლიათ თაიგული ნებისმიერი ყვავილისგან შექმნათ, ხოლო ფლორისტი მას საქორწილოდ გააფორმებს.

თუმცა უპირატესობა მიანიჭეთ გარემო პირობებისადმი მდგრად ყვავილებს. ხშირად გამოიყენება ვარდები, შროშანები და კალები.

ბოლო დროს  უკვეთავენ ორქიდეებს, ჰერბერებს, ჰიაცინტებს, კალას.

როგორც წესი კომპოზიცია პასტელურ ტონებში იქმნება. თუმცა შეგიძლიათ საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებაც. (მოდაშია ფუქსიის ფერი).

მკაცრი, კომპაქტური ფუფუნება სეზონის ტრენდია.

-რაზე გავაკეთოთ ორიენტირება?

ფერი და ფორმა. თაიგულს როგორც წესი არჩევს ნეფე, რომელიც საქორწილო კაბას ქორწილამდე ვერ ნახავს, ამიტომ მაქსიმალურად ზუსტად აუწერეთ თქვენი მოლოდინი, ასევე კაბის ფასონი, რაც დაეხმარება ფლორისტს განსაზღვროს თაიგულის ფორმა.

თუ ნეფის კოსტიუმი კლასიკური „შავი" ფერის არ არის, ფლორისტს შეუძლია ექსპერიმენტირება და თქვენი სამოსის თაიგულით დაკავშირება ( მაგ. ფირუზისფერი ყვავილი თაიგულში და ფირუზისფერი ჰალსტუხი).

შესაძლებელია ნეფისთვის ცალკე გულსაბნევის დამზადება თაიგულის ყვავილებისგან.

წონა და ტექნიკა. გაითვალისწინეთ, რომ თაიგული მოხერხებული და მსუბუქი უნდა იყოს-მისი ხელში დაკავება საკმაო ხნით მოგიწევთ. ის შესაძლოა დამაგრდეს საყრდენზე ან შეიკრას ყვავილის ღეროებით.

ვარდები, იორდასალამი, ჰერბერები, გვირილები მაგრდება საყრდენზე. კალები, შროშანი და ორქიდეები კი ღეროებით იკვრება.

თაიგული 10 დღით ადრე შეუკვეთეთ, რადგან ყვავილების უმრავლესობა ჰოლანდიიდან ჩამოაქვთ. მზა თაიგული ცერემონიის დღეს წამოიღეთ სალონიდან, სადაც მას სპეციალურ მაცივარში ინახავენ 9 გრადუსზე. თაიგული მზეზე არ დატოვოთ, დაასველეთ მხოლოდ თაიგულის სამაგრის ღრუბელი.

შეგიძლიათ თაიგული დამოუკიდებლად შექმნათ: მაგ. ვარდისფერი მიხაკისგან, რომელიც კერი ბრედშოუს საყვარელი ყვავილია.

შეიძინეთ ერთი გამის, მაგრამ სხვადასხვა შეფერილობის ახალი ყვავილები, გააკეთეთ თაიგული, ყვავილები მჭიდროდ შეკარით, ღეროები ძაფით, უმჯობესია სპეციალური ფლორისტული ძაფით, დაამაგრეთ და მორთეთ სატინის თასმით ან ატლასის ლენტით. დაამაგრეთ მარგალისტისთავიანი ინგლისური ქინძისთავით.

-იყიდეთ ზამბახები, ჰოლანდიური მაჩიტები, მიხაკები ერთი ფერის გამაში. მჭიდროდ განალაგეთ ყვავილები-უფრო მყარი მიხაკები თაიგულის გარშემო, უფრო ნაზი ზამბახები და მაჩიტები შიგნით, მიხაკების დონის ოდნავ ქვევით.

-საზაფხულო ვარიანტია თბილი ტონების კაშკაშა ყვავილები: გვირილები, ჰერბერები, ზიზილები. ისინი გვანან მზეს და მყარი ყვავილები აქვთ. ხელმისაწვდომია წლის განმავლობაში. თანაბრად გაანაწილეთ მსხვილი ყვავილები , მათ შორის სივრცე შეავსეთ უფრო წვრილებით. შეგიძლიათ იყიდოთ მზად თაიგული, მოაშოროთ ბალახები, ქაღალდი, საკუთარი გემოვნებით გააფორმოთ.

 ყვავილები გვესაუბრებიან თავიანთი ფერებით და არომატით, ადამიანები მათ გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ზოგჯერ თაიგული საუკეთესოდ წარმოაჩენს ადამიანის თვისებას და უპირატესობებს.

ამარანტი-მარადიულობა და ერთგულება

ამარილისი- სიამაყე და პირველქმნილი სილამაზე

ანემონი-გულწრფელობა, მიტოვებულობა, სისუსტე

ლურჯი ქრიზანთემა- ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება

თეთრი ქრიზანთემა- სიმართლე

ყვითელი ქრიზანთემა- იდუმალი შეყვარებული

წითელი ქრიზანთემა- სიყვარული

ნარცისი-პატივისცემა, წარმატება, კეთილშობილება, უპასუხო სიყვარული

გვირილა- უმანკოება, თავდადებული სიყვარული, უმწიკვლოება

ზამბახი-ნდობა და სიბრძნე, შთაგონება

სურო-ერთგულება, ქორწინებაში სიყვარული და სიახლოვე

იასამანი-ბედნიერება და წარმატება

წითელი ვარდი- მგზნებარე სიყვარული

ყვითელი ვარდი- უმწიკვლოება და უმანკოება

ბაღის არჯაკელი-განშორება

ია-სიმორცხვე

ტიტა -ნამდვილი სიყვარული

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<