მე ვზივარ, შენ ზიხარ, თქვენ სხედხართ, ისინი არ სხედან ღრუბლების მესამე კიბეზე, შენ ნელა მიყვები კიბეებს, იცინი,
დღე არის, მეხუთე აპრილის ერთიდან, დრო კიდევ - მეათე წუთია პირველის, მე მინდა გიყურო, მიყურო შენც გინდა.
მოდიან ისინი, მოვდივართ ბოლოდან, ვუყურებთ ერთმანეთს, გვწყინდება არასდროს და მთელი ჰაერი, ჩამოჰგავს კოლონას.
მე ვზივარ, შენ ზიხარ, ჩვენ ვსხედვართ... |