თმა - ნაცრისფერი, შიგადაშიგ შავი - ხრიოკი, ღია თაფლისფერ თვალებიდან მოგაქვს ფიასკო, ზიხარ ზღვისპირას, ჟინს და მერე ნერვებს იოკებ, შენი აურა ორად გულს და მერე ნიავს ჰყოფს.
დაძაბული ვარ, მოიკოჭლებს ჩემში თალია, სამწუხაროა არ გიზიდავს ვხედავ ”ბავშვები”, ჩემში მუზა და შენში კიდევ ორი ქალია, ორი ქალია... ორივეთი მეთამაშები.
სანაპიროა, სისველეა ქვებზე აქა-იქ, ზიხარ და უკვე გეფიქრება ლექსზე ამავე, მზემ ისე ფრთხილად შეახო ზღვას მისი ბაქანი, რომ ზღვამ ინატრა (მეც ვინატრე) მალე დაღამდეს. |