შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ-ცოდვილს
ლიუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს,
ლიუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს
და ეხლა მძინარეს.
შეუნდე, შეუნდე, ჯოჯოხეთს - ჩემს თვალებს,
შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროტად დაღალულს.
მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,
მე ველი სასწაულს. |