siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-21 - 12:32 PM    
siyvaruli.in
ქალებისა და მამაკაცებისთვის სექსუალურობის კრიტერიუმი განსხვავებულია. ლამაზმანების სურათების თვალიერებისას, მამაკაცი და ქალი სიმპათია-ანტიპათიას განსხვავებული კრიტერიუმით განსაზღვრავენ.

გემოვნებაზე რა თქმა უნდა არ დავობენ, მაგრამ საინტერესო სხვა რამეა. ქალები, რომელთაც სურთ მამაკაცის თვალში სექსუალურად გამოიყურებოდნენ, ირჩევენ ჩაცმულობას, რომელიც მათზე შთაბეჭდილებას მოახდენს. თუმცა მამაკაცებისას ვერ გაიგებ, რადგან ჩვენი გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა. მაშ როგორ სექსუალურ dress-code-s ირჩევენ კაცები?

მაღალი ქუსლები. ყველა რესპოდენტი ერთსულოვნად "თანახმაა"

მაღალყელიანი წინდები

ტყავის კაბა - უპირატესობას ანიჭებენ საკუთარ თავში დარწმუნებული და სექსში დომინანტი მამაკაცები, იმ მითების საწინააღმდეგოდ, რომ ტყავის ტანსაცმელს "მბრძანებელი ბატონები" ირჩევენ.

კაბა ღრმა დეკოლტეთი. "ამერიკული ჭრილის" დეკოლტე - კაბის კლასიკური დეტალია, რომელიც მამაკაცებს საუკუნენახევარზე მეტია აღელვებთ. ლეგენდარული მერლინ მონრო თაყვანისმცემლებს V-ფორმის დეკოლტეთი ახვევდა თავბრუს.

ტყავის ხელთათმანები. მამაკაცები ყოველთვის გვაოცებენ ისინი ამ სეზონის თრენდებშიც კარგად ერკვევიან. ეს აქსესუარი არა სექს-შოფის მეპატრონის და დიზაინერის, არამედ იურისტების არჩევანია. ესეც თქვენი კონსერვატორები.

გამომწვევი ქვედაკაბა. როგორც ირკვევა მამაკაცები ჩუმად ირონიულად იცინიან, როცა პაემანზე შარვლით მივდივართ. თუმცა ოპონენტების აზრით, ძალიან დაბალწელიანი ჯინსებიც მეტად სექსუალურია, თურმე ნუ იტყვით, ქალების საჯდომის შეთვალიერება მოწონთ.

თეთრი ”მამაკაცური” მაისური ქალის გამხდარ, ნავარჯიშებ სხეულზე, როგორც ირკვევა მოკრივე ყმაწვილებს მოწონთ.

ქურქი შიშველ ტანზე უფრო მეტად ქალის ფანტაზიას ჰგავს. თუმცა მარტინიზე დაპატიჟებისას, მამაკაცები ხუმრობით (ან არა) ხშირად ითხოვენ მსგავს dress-code-ს
მკაცრი საქმიანი კოსტუმი, მამაკაცების სისუსტეა მიუწვდომელი “რკინის ლედი”
club-style - მამაკაცების ერთ-ერთი არჩევანი.
ქალი საკლუბო ტანსაცმელში არცთუ ისე მიუწვდომელი ჩანს და საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება.

მოკლე ტოპი. თუმცა ახლა ეს თრენდი არ არის, მაგრამ მამაკაცებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალის ნამზეური მუცელი.

ფართო გასაქანი მიეცით ფანტაზიას .გამოეწყეთ სხვადასხვა ფორმაში მაგ. პოლიციის ფორმაში ან მოწაფის კაბაში.

საცვალი. რისთვის ვირჯებოდით და ვატარებდით გამოკითხვებს? მამაკაცების უმრავლესობა ქალის ტანსაცმლის ყველაზე სექსუალურ ნაწილად საცვლებს მიიჩნევს. საინტერესოა, ქალები მხოლოდ საცვლებით ხომ ვერ ივლიან?

და ბოლოს, ლაგერფელდის გარეშე ვერაფერში გაერკვევი. კარგია, რომ მამაკაცები ასეთი დახელოვნებული fashion-ფანტაზიორები არიან. მათი მოსმენისას რწმუნდები, რომ მამაკაცთა ნახევარი როგორც მინიმუმი მოდის კრიტიკოსია.

გოგონა “ტრანსფორმერის” სტილში Balensiagas-ს ბოლო კოლექციიდან მათ ყველაზე მეტად შეეფერებათ.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<