შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია,
მუხლით დაცემულხარ, როგორც ანგელოზი,
სანთლის ელვარება ხატებს შელეკია,
იგი ოცნებაა მიქელ-ანჯელოსი.
მაგრამ მწუხარებას ნუღარ ედარები,
კიდევ ამისრულე ერთი სათხოვარი,
უკვე დაიღუპა ყველა შენდარები,
შენღა დაგშთენია გამოსათხოვარი.
1915 |