siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-25 - 9:37 AM    
1
ერთი კარგი სიტყვა ბევრჯერ შეულახავთ,
მეც კი შემიცოდავს იქნებ.
ერთი კარგი გრძნობა ცუდად შეუნახავთ
ამით ნუ იმძიმებთ ფიქრებს.
ვერც იმედებსა და ვერც უიმედობას
გულში ვერ ვინერგავთ მყარად.
ჩემთვის შენი ერთი წრფელი თანაგრძნობაც
ზღვა ბედნიერებად კმარა.

2

ვერ შემოგთავაზებ გრძნობას უსათუთესს,
სიყვარული რომ ეთქმის,
მიიღე ჩემგან თაყვანი ისეთი,
უარს რომ არ იტყვის ღმერთიც.
ვარსკვლავებს მიელტვის პატარა ფარვანა
განთიადს ესწრაფვის ღამე.
მოწყალედ შემინდე, ამიგე კარავი,
ნუგეშად მითხარი რამე.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<