siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-29 - 10:35 AM    
siyvaruli.in
და ისევ დადგა შემოდგომა
აცივდა ცოტა,
ხეებს ფოთლები ჩამოსცვივდა
დაიწყო კვდომა.
თითქოს სამყარო გაირინდა
სიჩუმე დადგა,
არავითარი მხიარულება არსაით
არ სჩანს.
თითქოს უეცრად ყველაფერი
უკვალოდ გაქრა.
მოსაღამოვდა, ეს სამყაროც მოიცვა ბნელმა,
და სიჩუმეში ახმაურდნენ მკვდარი ფოთლები,
ნეტავ რა მოხდა, ვინ შელახა ეს უცოდველნი,
ვინ შეურაცხყო მათი მშვიდი სასუფეველი.
არავინ არ სჩანს,
ირგვლივ მხოლოდ ქარი ბობოქრობს
და სიბნელეში არ აწუხებს მას გზა და კვალი,
სუყველგან შედის,
ჯიუტ მიიწევს, ყველაფერს ანგრევს,
არავინ არ ჰყავს ხელის შემშლელი.
მაშინ ჩერდება როცა მისი
სურვილი ყველა,
ბოლომდე არის ასრულებული.
მის შეჩერებას ყოველთვის მოსდევს,
ბნელში სიჩუმე გულშემზარავი.
მღერის სიკვდილი, სოლოს იძახის
და ბანს აძლევენ ყმუილით მგლები.
ყველა ხე ტირის, ყველა ხე მოსთქვავს,
ყველა ხეს აწუხებს ფოთოლთ სიკვდილი
და ამ ტირილში ცრემლგამომშრალნი,
დიდი ხნით იძინებენ დამწუხრებულები...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<