siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-07 - 10:24 AM    
siyvaruli.in
შენზე

შენზე უკეთესს ვის დავუწერ, ლექსებს ასეთს და
ანდაც უკეთეს წავუკითხავ? არ გაგონილა,
ისე მოხვედი, შევამჩნიე როგორ გაშეშდა
შენი სახება კარის ზღურბლთან და მაგნოლიას
სუნამოს სუნი ძვლამდე ატანს, ვიცი იაფი
ფასი კი აქვს და კოცნა-კოცნით ვსრუტავ კანიდან,
მაგ თვალებს ახლაც ძველებურად დასდევს კიაფი,
სწორედ ისეთი მე რომ მიყვარს თანაც რარიგად.
მომნატრებია ეგ ტუჩები, მომნატრებია,
მომნატრებია შენი მკერდის სველი ფერდობი...
ახლა ქარია, მეხება მე შენი თმები და
შენი თვალები, რომლებსაც მე ისე ვენდობი,
რომ მეცინება და გგონია თითქოს დაგცინი,
მოწყენილ მზერას არ გისვენებს ახლა ცრემლები,
მიყურე ვდგავარ ასე რომ ვთქვათ - მართალ კაცივით,
ვდგავარ და ვხდვდები უსათუოდ ისე გეჩვევი,
რომ ლექსებს გიწერ, გიწერ ლექსებს თანაც ასეთს და
და თან გიკითხავ, გულმოდგინედ კოცნის თანხლებით,
ისევ მოხვედი, კარის ზღურბლთან ისევ გაშეშდა
შენი სახება... მე ჩვეულად სევდას ვამხელდი

ეძღვნება ჩემს ცოლს, რომელიც მეყოლება

მე -
სიყვარულის აბორიგენი,
შენ,
ჩემი გულის გქვია მასონი,
თორმეტს აკლია
წუთი იმდენი,
ახლა რამდენიც
შენთან მაშორებს.

რადგან თორმეტზე
ვწვებით ორივე,
რადგან ბალიშიც
არ გვაქვს ორი და
მე დღეს ვიქნები
ღამის მორიგე,
შენი კოშმარი -
ჩემი კორიდა.

თუმცა ცოლი ხარ
და შენს ბაგეზე
ღიმილს ჩემსავით
უყვარს თამაში,
შენი უმანკო
სახე მაქეზებს,
თუმც დამნაშავე
არ ხარ ამაშიც...

იწამე - მიყვარხარ

ქუჩაა,
ღამე
და ვიღაცის პროსპექტი,
ჩიტები უცდიან წვიმას,
რომ გაერთონ,
მსურდეს და უთუოდ
სიგარეტს მოვწევდი,
ნეტავი ვიცოდე,
რა მინდა
საერთოდ.

გელოდე იმდენხანს,
კინაღამ მივღამდი,
ვკანკალებ,
ქურთუკს კი აწვალებს
სიცივე,
საათებს მოვხსენი
სიყალბის ნიღაბი,
მერე კი დავჯექი,
უშენოდ ვიცინე.

ფაქტია არ მოხვალ,
გიცდიდი რის გამო,
ხელები ცივია,
მზერაზე ნაკლებად,
ჩერდება
დროება და უნდა
იწამო –
მიყვარხარ!
ახლა კი ავტობუსს გავყვები.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<