siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 6:47 AM    
siyvaruli.in
მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება
მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება.
ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა
და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა.
არ მემეტები,მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე
არც ერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე,
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი
შენ კი შავ-თეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი.
მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს.
სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი,
რომ ჩემ სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი.
სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა
და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა..
ბევრი მინდოდა ალბათ..
ბევრი....
რაც არ მერგება,რაც არ მეკუთვნის ის ხომ მაინც არ შემერგება.
შენ არ გამტყუნებ!..ყველაფერი ჩემი ბრალია.
რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია..
მე ვარ ასეთი,შენ რას გერჩი,ყველას ხიდი ვარ..
ყველა ზედ მივლის,მაგრამ თავად საით მივდივარ?
ჩემთვისაც არის სადღაც გზები..მაგრამ ვერ ვხედავ,
ან ბრმა ვარ,ან და წასვლას ვერ ვბედავ..
მე რომ წავიდე მერე რა ვქნა ვის მიგაბარო,
ნუთუ არ ჯობდა ერთხელ გეთქვა რომ "მიყვარხარო",
ალბათ არ ჯობდა,რადგან ენა არ აგიმღერდა
ალბათ, სხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა
ალბათ, დაგღალე და ამიტომ აღარ გინდივარ..
სწორედ ამიტომ,- სიყვარულო, შენგან მივდივარ...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<