სისხლისგან ვიცლები, ვიცლები სისხლისგან, ყველაფერს ავიტან, ამიტანს ყოველი რაც ცრემლში დასველდა მე ახლა ის მინდა, რაც ცრემლის მიღმაა მე იმის მთხოვნელი -
ვიქნები ყოველთვის და შენ არ გექნები, ხვალინდელს ვუწოდებ იმედს და ქარაშოტს, და ჩემივ პრინციპებს შევდგები ფეხებით, და ხვალის მაგივრად, ამ წუთას გღალატობ.
მე მქონდა ხელები, მე მქონდა კისერი შენი და ერთ წუთში დავკარგე, დამკარგა, და შენი თვალების შავ-თეთრი გიშერი, სხვაგვარად მოჩანდა ჩემში და არ ვარგა -
რომ შენში ვიძინო, რომ ჩემში გეძინოს... |