გაივლის...ყველაფერი გაივლის...წარმავალია...სხვისი აზრები,
გრძნობები, სახეები...ყველაფერი მეორდება, სიტყვები არ მყოფნის...დაყრილია
ყველგან, უპატრონოდ, არავინ აქცევს ყურადღებას, არავინ ეძებს...სხვისი
ცხოვრების ნაწილები...არ მინდა, არ ვთხოვ, თვითონ მიტოვებენ...არც კი
მეკითხებიან, ტოვებენ და მიდიან...თავიანთ ტკივილს მიტოვებენ და მთელი
ცხოვრება მიხდება მისი ტარება...
ისე მჩუქნიან საკუთარ ტკივილებს თითქოს უძვირფასესი საჩუქარი იყოს...არც
უკითხავთ მჭირდება თუ არა, რა უნდა ვუყო მას, არაფერი
აინტერესებთ...რთულია სხვისი ტკივილებით ცხოვრება, ის საკუთარზე უფრო
მტკივნეულია...
მე კი...მე მხოლოდ შენი თვალების მჯერა...სიყვარულით სავსე
თვალების...შენ მიგაქვს და მაშორებ ამ ტკივილს...სხვის ტკივილს...ძალიან
დამაწვა...მაგრამ შენ როგორღა უნდა ზიდო ამხელა ტკივილი...?
სიზმარში
ვნახე შენი თვალები...ძალიან ნაღვლიანი, მაგრამ სიყვარულით და გადაღლილი
რწმენით სავსე თვალები...მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია ტკივილის სიყვარულად
გადაქცევა...
და მე ველოდები...ველოდები იმ დღეს, როდესაც ტკივილს სიყვარულში
გადამიცვლი...სხვის ტკივილს შენს სიყვარულში...ეს ალბათ კვირა დღე
იქნება...ღმერთო....