siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-30 - 9:09 AM    
მე არასოდეს არ ვწერდი სხვაზე,მე ვწერდი ჩემზე... მე ვწერდი ჩემთვის,მაშინაც... როცა მე ვწერდი ქარზე...როცა სიჩუმით სათქმელი ვერ ვთქვი...სიტყვასაც ხშირად ვაგდებდი ბანზე,მეტაფორების ხეივანს ვსხლავდი...მაშინაც, როცა მე ვწერდი ზღვაზედა საკუთარ თავს არაფრით ვგავდი...მაშინაც ვწერდი...ვისწავლე ქარგვა -ვახვევდი სულზე ფერად სტრიქონებს...ჰო, ვერაფერი ვიპოვნე, მაგრამ...ჩემი თავი ხომ გამოვიგონე!
17:25

რადგან ჯერ ტყვე ვარ წუთისოფლის მუხთალი ჟამის, რადგან ჯერ გიძღვნი სიყვარულით სავსე სტრიქონებს,რადგან სულ მალე მეც მომისჯის სიკვდილის წამიმოუსავლეთის საპატიმროს ქორონიკონებს,რადგან ჯერ მწყალობ, მენდობი და მეამაგები,რადგან სიკეთის დასაბამი ჩემში გინახავს,მიწამ წაიღოს ჩემი ტანი, მიწით ნაგები,სული კი ლექსში მხოლოდ შენთვის შემომინახავს.მე უკვე ვხედავ ჟამთასრბოლის უძირო ფსკერზე,რომ ილექება ამღვრეული ჩემი ცხოვრება,რომ ღატაკივით გადმომდგარა სიკვდილი სერზე და ჩემს დარჩენილ ორ დღესაც კი მემათხოვრება.მიწამ თავისი მიიბაროს, დრომაც თავისი,ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<