siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-15 - 12:49 PM    
siyvaruli.in
მარტის ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა,სხვა დღეებისგან არაფრით გამორჩეული...ადრე ავდექი და თბილისში წამოსასვლელად მზადება დავიწყე,ჩემს ნივთებს ვალაგებდი და თან საყვარელ სიმღერებს ვუსმენდი..ვალაგებდი,ვუსმენდი და ვფიქრობდი...ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა...მეგობარი იყო,8მარტს მილოცავდა...არც კი მახსოვდა...ისედაც იმდენი მქონდა საფიქრალი სულ დამავიწყდა,რომ 8 მარტი იყო...დღე რომელიც მეც მეკუთვნის,ისევე როგორც ყველა ქალს...ჩანთები მანქანის საბარგულში მოვათავსე,ჩავჯექი და წამოვედი...მთელი გზა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი:გამიხსენებდა თუ არა ლევანი,მომილოცავდა თუ არა...ტელეფონს ხელს არ ვუშვებდი და ყოველი ზარის შემოსვლაზე გული მიჩერდებოდა...3 საათში უკვე თბილისში ვიყავი....დიდუბედან სახლში ტაქსით წამოვედი...მძღოლი სასიამოვნო,სიმპატიური მოხუცი იყო.8 მარტი მომილოცა და პატარა იების თაიგული მაჩუქა...მადლობა გადავუხადე,ზრდილობიანად გავუღიმე და ისევ ფიქრებში წავედი..ისევ ვფიქრობდი მომილოცავდა თუ არა....გზად წყვილებს ვადევნებდი თვალს.ამდენი ბედნიერი წყვილი დიდი ხანია არ მინახავს,გოგონები ყვავილებით ხელში,ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალებით...ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა,გული ამიჩუყდა,პირველ რიგში იმიტომ, რომ ბედნიერ ადამიანებს ვხედავდი,სიყვარულს ვხედავდი,მეორე რიგში იმიტომ,რომ გული მტკიოდა,მეც მინდოდა,არა მინდოდა არა,საშინლად მომინდა მეც მათსავით მყოლოდა საყვარელი ადამიანი გვერდით,ამ დღეს უბრალოდ გვერდით მყოლოდა,ხელჩაკიდებულებს გვეხეტიალა მთელი დღე,გვესაუბრა ყველაფერზე.უბრალოდ მინდოდა მისი მარცხენა ხელი ხელში მჭეროდა(მარცხენა იმიტომ,რომ მის პულსს მოვუსმენდი ჩუმად)..ამ ფიქრებში ვიყავი,ტაქსმა სახლისკენ აუხვია..ინსტიქტურად მარცხნივ გავიხედე და ის დავინახე,მეგობართან ერთად იდგა და იცინოდა....სახლში როგორ ავედი არ მახსოვს,ერთიანად ვკანკალებდი,გული ისე მიცემდა მეგონა გამისკდებოდა,ჩანთები დავყარე,საწოლზე დავემხე და ავქვითინდი...მტკიოდა ის რომ არ მომილოცა,ჩემს სახლთან იდგა და არც გაახსენდა ჩემი არსებობა...იმ წუთებში მივხვდი,რომ მან სამუდამოდ დამკარგა,მივხვდი,რომ ისეთი ძლიერი უნდა ვყოფილიყავი,როგორც არასდროს....
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<