|
ეს მერამდენედ დავიწყე სიცოცხლის დროის ათვლა თავიდან..გამუდმებით მიმეორებდი ძლიერი
უნდა იყო,სხვაგვარად დაიჩაგრები,ყველაფრისთვის მზად უნდა იყო ცხოვრებაშიო.მეც ვცდილობდი
ძლიერი ვყოფილიყავი,არა უფრო სწორად ვთამაშობდი ძლიერი ქალის როლს..როდიდან არ
მახსოვს,მაგრამ პატარა ვიყავი ეგ რომ გავაცნობიერე და იმ წუთიდან მოყოლებული დღემდე
ვთამაშობ..შენ ხომ იცი როგორ მეზიზღება თამაში და ყალბი ადამიანები,ათასგვარ
ნიღბებს,რომ ირგებენ,მაგრამ ვიცი რომ ამ თამაშით არავის არ ვაყენებ ზიანს და მეც
ვთამაშობ,თუმცა ვხედავ რომ საკუთარი თავი დავკარგე..შენ იყავი ის ვინც ჩემს რეალურ
სახეს ხედავდა.ხედავდი,რადგან მე მინდოდა დაგენახა..განა იმიტომ,რომ მინდოდა ტკივილით
დამემძიმებინე..არა,უბრალოდ არ მინდოდა შენ გაგემეორებინა ის შეცდომები,რომლითაც ვინ
იცის,რამდენჯერ მომკლეს..მხოლოდ მე ვიცი და უფალმა,როგორ ვეწამე შენთან მოსვლამდე.როგორ
გვიყვარდა ერთმანეთი,როგორი გულწრფელი და ლამაზი სიყვარულით გვიყვარდა
ერთმანეთი..გახსოვს ზამთრის ღამეს,რომ დამირეკე,ნასვამი იყავი..შეხვედრა
მთხოვე.თვალებში ცრემლები გიბრწყინავდა,შენ რომ ვინმემ გაწყენინოს მოვკლავო,გულში
ჩამიკარი და გათენებამდე ვისხედით ჩუმად.როგორი საყვარელი იყავი მაშინ..მე გული
მიკვდებოდა ეგეთს რომ გხედავდი.შენი სიცილი,გაბრწყინებული თვალების დანახვა,ყველაფერზე
მაღლა იდგა.გახსოვს ყავას რომ გიდუღებდი,მომეპარებოდი,ხელებს მომხვდევდი და მიყვარხარო
მიმეორებდი.უბედნიერესი ვიყავი....გახსოვს,პატარა ბავშვივით ჩემი ხელით რომ გაჭმევდი
ხოლმე?გათამამებდი და შენც,მერე სულ მე მთხოვდი ხოლმე მაჭამე,ესე უფრო გემრიელიაო..რა
მალე დამთავრა ეს ლამაზი ზღაპარი არა?არა გული არ მტკივა..მადლობელი ვარ..ეს
პატარა,ლამაზი ზღაპარაი,ჩვენია,ჩვენ გვეკუთვნის და ვერაფერი ვერ წაშლის,ის მუდამ
იცოცხლებ ჩვენს გულებში.. |