 |
წუხელ კვლავ შეშინებულს გამეღვიძა,კვლავ ვტიროდი,შენ გეძებდი,ყვირილი მინდოდა სადახარ
მეთქი,უცებ პატარა ლიზის შეხება ვიგრძენი და გამოვფხიზლდი.ისე ტკბილად
ეძინა,უდარდელად,ერთი წუთით შემშურდა კიდეც და ვინატრე პატარა ვყოფილიყავი..თვალები
დავხუჭე და....ეს ის ღამე იყო,როცა ზუსტად ერთი წლის წინ გამომიტყი აღარ
მიყვარხარო.საშინელი ტკივილი და სიცარიელე ვიგრძენი მკერდში,ბურთივით რაღაც მეჩხირებოდა
ყელში,მინდოდა მეყვირა...ხო მეყვირა ბოლო ხმაზე,რომ გაუსაძლისი გახდა შენი
მონატრება,რომ ისევ ისე მიყვარხარ როგორც მიყვარდი,რომ გაპატიე ყველაფერი,ტირილი
მინდოდა,ხმამაღლა ტირილი,მაგრამ იმის შიშით რომ ბავშვს გავაღვიძებდი ხმას ვერ
ვიღებდი,ეს ბურთი კი თანდათან იზრდებოდა..ავდექი..ბნელოდა,რაც მომხვდა ხელში ჩავიცვი და
გარეთ გამოვედი..საშინლად წვიმდა და ციოდა,მე კი მთელი სხეული მიხურდა,კიბეზე
ჩამოვჯექი,წვიმა და ცრემლები ერთად მასველებდნენ,ვერ ვიტყვი რომელი უფრო,რადგან
ნიაღვარივით მომდიოდა ცრემლები თვალებიდან...ვფიქრობდი სად გაქრა ის სიყვარული მე რომ
მიყვარდა,სად გაქრა ის ბიჭი,რომელსაც ჩემს გამო ღამეები არ ეძინა ხოლმე,რომელიც
მპირდებოდა არასოდეს არ დაგტოვებო და მაშინ დამტოვა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა,სად
გაქრა ბიჭი,რომელიც ჩემს გამო საკუთარი სიცოცხლის დათმობას აპირებდა ერთ
დროს...ვტიროდი..ვსველდებოდი..სულ არ მციოდა..უბრალოდ მტკიოდა.. |