 |
უკვე დიდი ხანია დავკარგე დროის შეგრძნება...წახვედი და დროც გაჩერდა.დასანანია,ერთად
ყოფნისას პირიქით ხდებოდა ხოლმე...ბევრჯერ მიფიქრია და მინატრია,რა მოხდებოდა შენთან
ყოფლისას გაჩერებული დრო და ექცია ის მშვენიერი და ბედნიერი წუთები
მარადისობათ..იქნებოდა კი მაშინ ის ყველაფერი ისეთი ლამაზი,როგორიც ეხლა მაგონდება..არ
ვიცი..იქნებ კი,იქნებ არა..ერთი რამ დანამდვილებით ვიცი,დრო მიდის,მე კი დღითიდღე ახალი
კითხვა მებადება,პასუხი კი ჯერ ვერცერთს ვერ ვუპოვე.."შენი თავის უბედური ხარ"–ო
მეუბნებოდი.,ნუთუ ხედავდი შენი ბედნიერებისთვის საკუთარ ბედნიერებაზე,რომ უარი ვთქვი და
მაგიტომ მითხარი?დროის დაბრუნება,რომ შეიძლებოდეს არ დავფიქრდებოდი,ისევ შენს გვერდით
ვიქნებოდი,ისევ საკუთარ ბედნიერებას დავთმობდი,შენი ბედნიერების სანაცლოდ.არ დაგტოვებდი
მარტოს.მე ხომ ის ვიყავი,ვისაც ენდობოდი,გულახდილად უყვებოდი შენს გულის ტკივილს,მე ხომ
ის ვიყავი ვინც გაბედნიერებდა..ბოლოს,რომ გნახე,თვალებში ის სხივი აღარ გქონდა რომელსაც
ჩემს გვერდით ყოფნისას ვხედავდი და გული მომიკვდა..ვიგრძენი რაღაც გტკიოდა,თუმცა
ჩემთვის არაფერი გითქვამს..მას შემდეგ ეგ სახე არ
მშორდება..ვჯავრობ..გჯავრობ..მეტკივილები...მხოლოდ ერთი რამ მისახავს იმედს და ვცოცხობ
იმ იმედით,რომ მალე ისევ ვნახავ შენს ლამაზ თვალებს,ბედნიერებისგან გაბრწყინებულს და
პირობას გაძლევ ერთად ვიქნებით..ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს. |