მე მიღალატეს ძველმა რითმებმა
(ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს),
თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა -
ეხლა რა ვუყო სპლინს - უხმო ჯალათს?!
ეჰა! მე ვამბობ: სად შემიძლია
ვებრძოლო ქალთა წყევლას, სიბერეს?
წვიმები წვიმებს სიცილით ცვლიან
და შლიან შემკრთალ სურათის ფერებს. |