ნახე ნანგრევთა ქვები დიადი:
რა სიმაგრეა მასში ჩართული,
ო, ეს ჩუქურთმა, ეს იშვიათი
მშვენება, სივრცით შემოკვართული.
იმ საუკუნის, იმ მეთორმეტის
დიდებას - თამარს რომ აწერს ყველა -
სიმაგრეები მაღალ ორბეთის
ძველია, მაგრამ რამ დააძველა?
კედლები ციხის აოცებს მნახველთ
მძლავრი დუღაბით, მტკიცედ ნაგები,
ასე ურყევი ძალით რომ მოსავთ
გარედან მსხვილი ქვის პერანგები.
არა ამაოდ იგი ნაშთები
წარსულმა აწმყოს შემოაჯარა:
ჩანდი, ჩანხარ და უფრო გაჩნდები
ქვათა მშვენიერ ხმებში, აჭარავ! |