siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-30 - 6:59 PM    
siyvaruli.in
ზამთარია. მიწას ლამაზი ფიფქები მხიარულად ეცემოდა, ბავშვების ჟრიამულით ყურთასმენა აღარ იყო. გუნდაობდნენ, იცინოდნენ. მათთან ერთად მხიარულად დახტოდა პატარა თეთრი ცუგაც. მალე დედის ხმა გაისმა და ეზოც დაცარიელდა. იქვე ჯიხურთან თვალცრემლიანი ბიჭი იდგა და ბავშვების შემყურე ნაღვლიანად იღიმებოდა.– ლევან ! – გაისმა ძლიერი ხმა, რომელმაც ჩაფიქრებული ბიჭუნა უცებ გამოარკვია. ეს ჯიხურის მეპატრონე ძია მიშა იყო.– მოვდივარ, – ნაღვლიანად თქვა ბიჭმა.ლევანი სოფელში დაბადებული, ობოლი ბიჭი, ტანად გამხდარი, ქალაქში ომის შემდეგ წამოსულიყო. სწორედ იმ ომიდან სადაც ოჯახი დაეღუპა. მისი თვალები დიდი, ცისფერი მუდამ წყლიანი და ნაღვლიანი იყო. ყოველთვის ერთიდაიმავე ტანსაცმლით დადიოდა, რომელიც ხმარებისგან უკვე გაცვეთილიყო. ლევანი იმ ჯიხურის პატრონის სახლში ცხოვრობდა, რომელშიც შინის ქარისა და საჭმლის სანაცვლოდ მუშაობდა. იგი ყოველთვის ჩაფიქრებული დადიოდა, რის გამოც ხშირად შენიშვნასაც იღებდა. ერთადერთი რაც მას ახარებდა ხატვა იყო, ხშირად ხატავდა და კარგადაც გამოსდიოდა, თუმცა ეს არავინ არ იცოდა და მისი ნახატიც არავის ჰქონდა ნანახი. ახლომახლო ბიჭს ყველა იცნობდა, თუმცა მისი ნამდვილი ამბავი არავინ არ იცოდა. ხშირად უწევდა ლევანს დამცირების ატანაც, თუმცა ყოველთვის მზად იყო დახმარებისათვის. ძია მიშასთანაც სულ რამდენიმე თვე იყო, რაც ცხოვრობდა.ქალაქში საშიში ვირუსი იყო გავრცელებული, რომელიც ლევანსაც მალე შეეყარა. ოჯახის დიასახლისმა, სადაც ის ცხოვრობდა, როგორც კი გაიგო ავადმყოფობის შესახებ, ბიჭი სახლიდან გააგდო.თოვლი ისევ არ წყდებოდა. ბიჭი რბილად მიაბიჯებდა, თან სიცივით ცრემლებიც მორეოდა. ისევ ის გაცრეცილი ტანსაცმელი ეცვა, რომელიც სიცივეს სულაც ვერ უმკლავდებოდა. ბიჭმა არ იცოდა სად წასულიყო. მას ხომ თავშესაფარიც არ ქონდა. სიბნელეში ვიღაც ფეხარეული, ბუღუნით მოდიოდა. ლევანმა ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ, როცა კაცი მიუახლოვდა, ჩხუბი დაიწყო. დაბნეული ბიჭი გაიქნა და რომელიღაც კარებზე ბრახუნის შემდეგ შუახნის ქალი გამოვიდა, მაგრამ დამფრთხალმა კარი მაშინვე ცხვირწინ მიუხურა. იგივე მოხდა მეორე სახლთანაც. ბოლოს ყველასგან უარყოფილი ბიჭი მთვრალი კაცის ირდაპირ დარჩა.გათენდა დილა, ხალხმა ეზოში გაყინული, დაჭრილი ახალგაზრდა იპოვა. არავის ახსოვდა, მაგრამ დღეს მისი დაბადების დღე იყო. ისევ განუწყვეტლივ თოვდა.......
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 natiia77   (2011-11-04 9:56 AM) [Entry]
vaimee....coodooo........:(:(:(










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<