siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-29 - 7:16 PM    
siyvaruli.in
შედგენილი მსოფლიოსა კრებასა ზედა ქალაქსა შინა დორპატისასა და გამოცხადებული სამეფოსა ქალაქსა შინა ქვათათისს, ადგილობრივსა კრებასა
ზედა მესამისა დასისა, წელსა დასაბამიდან "კვალისა" მეშვიდესა, ხოლო გაჟორდანიებისა მისისაგან მესამისა.

1) მწამს ერთი მარკსი, ტომითა ურიასტანელი, თავბრუდამსხმევი ყოველთა უმეცრებით-მოცულთა ჩჩვილთა და უპოვართა, მოჯადოებული სახელ-განთქმულისა გეგელის მიერ, მამა-შემქმნელი ყოვლისა მეცნიერებისა, არსისა და უარსისა, გარეშე რომლისა არა იყვნენ მეცნიერნი უცხონი სოფელსა ამას შინა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
2) და ერთი ოდენ ჭეშმარიტი მოციქული მისი ჟორდანია, გურჯისტანელ მარკსად წოდებული, რომელი მარკსისგან გამოვალს, მის მიერვე გაცოფებულ არს მსგავსად ჯიბლაძისა და მისთანათა, უარ-მყოფელი ყოველთა მეცნიერთა გარეშე მისსა, რომელი ჩვენის, რომელი ჩვენი დასის თავად აღსაარებულ და ხელ-დასმულ იქმნა წინასწარმეტყველისა გიორგის მიერ უწინარეს დაბადებისა მისისა , ჟამსა მას გოდებისა, დასაფლავებასა ზედა ინგოროყვასისა, ნათელი ნათლისგან, მეცნიერი ჭეშმარიტი, მეცნიერისგან უჭეშმარიტეტისა , ქმნილი და არა შობილი, თანაარსი მოძღვრისა მისისა, რომლისგან შეიქმნა ყოველივე მეცნიერებისა;
3) რომელი ჩვენთვის, მესამე დასის კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გადმოხტა ცისკიდით, დასავლით კერძო და ფრთანი შეისხა წინასწარმეტყველისა გიორგისაგან და განკაცდა და მყრობელ არს დროშისა მის, შთაბარებულსა წინამორბედისა მისისა გიორგის მიერ;
4) რომელი ჟამსა ამას არა ჯვარცმულ არს, არცა ვნებულ და არცა დაფლულ მსგავსად წინამორბედისა მისისა, არამედ ჯვარცმელ არს ყოველთა მათ, რომელნიცა არიან გარეშე ჩვენსა;
5) რომელის სდგას თავსა შინა მესამისა დასისასა მსგავსად წერილისა წინასწარმეტყველისა მის გიორგისა;
6)და ამაღლებულ არს მერყავსა ტახტსა ზედა "კვალისასა" და მჯდომარე არს მარჯვენით ხელდამსმელისა მისისა;
7)და მოვლენია არს დიდებით ქვეყანასა ამას გურჯისტანისასა განსჯად ყოველთა ცხოველთა და მკვდართა ეროვნებათა და მრთელისა კაცთა ნათესავისა მსგავსად მაზაკვალისა (ლიცემერი: გიორგი წერეთლის ფსევდონიმი იყო), რომლისა სიჭაბუკესა არა აქვს დასასრული;
8) და ერთი წმინდა სულიერი, წინასწარმეტყველი და წინამორბედი ჟორდანიასი გიორგი, რომელი გურჯისტანისგან გამოვალს, გურჯისტანეთგან და აისტანელთაგან ჟორდანიასთანა და ჯიბლაძესთანა თაყვანისმცემლების და იდიდების ამა ჟამსა შინა, რომელი იტყოდა და აწცა იტყვის ივანიკასა და გოჯაპირას მიერ;
9) ერთი წმინდა მართლ-მადიდებელი და სამახარაძო მესამე დასი და ყორანი მისი "კვალი";
10) აღვიარებ ერთსა ოდენ მცნებასა გაჟორდიანიებულის მარკსისა და გამარკსებულის ჟორდანიასასა მოსატყუებლად ყოველთა ცოდვათა ურიგობათა, უწესობათა და სულელობათა;
11) მოველი სასოებით დამხობასა ყოველთა წოდებათა და ეროვნებათა და უწინარესყოველთა გურჯისტანის განადგურებასაცა;
12) და ცხოვრებასა გაღატაკებულთა , გაუმეცრებულთა და მხეცებრის ბრძოლით გაპირუტყვებულთა ბრბოთა მერმისა მის საუკუნისასა, ამინ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<