ეჰ, ნუღარ ელი ჩემგან ისევ ლოცვა-ვედრებას,
მე აღარა მაქვს საიმისოდ ძალა და ღონე.
მხოლოდ იმიტომ გაგიხსენე და მოგიგონე,
რომ შენში ვმარხავ მთელ არყოფილ ბედნიერებას.
ნურც ცრემლებს ელი... მე მრცხვენია ეხლა ცრემლების,
რომელთაც თვალნი აქ ოდესმე ღვრიდა და ღვრიდა.
გწამდეს, საკმაოდ გამიცივდა საბრალო გული,
აღტაცების და სიწრფელის დრო გაჰქრა, წავიდა.
მრცხვენია, როცა მოვიგონებ ჩემს გატაცებას
და ამ დროს ვნატრობ მოგონება გულში არ თრთოდეს.
მაგრამ რა ვუყოთ... რას ჩაიდენს აქ კაცი ისეთს,
რომ შემდეგ მაინც გულსაკლავად არ დასცინოდეს. |