თუ სიცოცხლე შეგხვდა შენი ცხოვრების გზაზე, ეს უდიდესი საჩუქარია... მას შეიძლება თეთრ ღრუბლებში შეხვდე ან სიბნელეში შუბლით შეეჯახო...
არჩევანი ყოველთვის არის...
არა, მისი მიღება აუცილებლად მოგიწევს, მაგრამ არჩევანი შენზეა თუ რომელი გზით ისურვებ წასვლას...
არა აქვს მნიშვნელობა მოგწონს შენ ის თუ არა, ვალდებული ხარ შეიყვარო, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა არ გაქვს და ვერც გექნება...
მიიღე მისგან ყველაფერი, რასაც ის გაძლევს და ის შენ სიყვარულითვე გიპასუხებს...
გაჩუქებს სიბრძნეს, სიკეთეს, რომელიც ასე ცოტაა ამ აკლობოკლო დედამიწაზე, გულში ჩაგიხუტებს, მოგეფერება, ხვალე კი შეიძლება სილა გაგაწნას...მაგრამ ნუ გეწყინება, ამისათვის უფრო მეტად უნდა გიყვარდეს, ის არ გეპირფერება და ამას გულწრფელად და სამართლიანად აკეთებს.