ნუ დარდიანობ, შეწყვიტე გლოვა, მომხდარს ვერ შეცვლის შენი ვაება. დღეს ნაღვლიანი გეტყობა თრთოლვა, და ცრემლებს სწირავ სევდის ღვთაებას. წამი წარსულის, ქცეული აწმყოდ, მომავლის წამში დაიდებს ბინას. შენ კი გარდასულ წამებს რომ არ თმობ, ვინ რას გიშველის? მითხარი, ვინ რას? სიცოცხლე გრძელდება, სიმრავლით წამთა, გზა გოლგოთისკენ ბევრჯერ შეუხვევს. როგორც იესო, მკვდრეთით რომ აღსდგა, შენც აღგადგინოს სთხოვე მეუფეს. და როცა წარსულს გაატან ცრემლებს, და თუ აწმყოში ცოცხლობ იმედით. უნდა დაშორდე გოდების კედელს, სიცოცხლით ტკბობით და მისი დიდებით. |