siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-26 - 11:37 PM    
შეღამდა, მე წაველ იქ, სადაც სიზმრები

წიგნებში დარდობენ დახუჭულ თვალებით,

ჰანგები დაჰქრიან, ვით ქარში ისრები

და სული ფითრდება ნათელის ცვალებით.

წავიდნენ ლანდები - მეორე, მესამე...

და ღამე დაჭრილი ფრთებივით დაქანდა,

შენ იცი, შენ იცი, მე როგორ ვეწამე?

როდესაც მე მოველ, არავინ არ სჩანდა.

მე მქონდა ვაზაში ვარდები მრავალი

უცხო და შორეულ მდინარის ნაპირთა,

არ იყო იქ მხოლოდ ნაცნობი ყვავილი,

იდუმალ ძახილმა ღამით რომ დამპირდა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<