siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-08 - 3:40 AM    
siyvaruli.in
გვყოფნის ჰაერი

მოხვედი ჩემთან, მოიტანე შენი აურა,
შენი სხეული, ოდნავ თბილი, თანაც საერთო...
და შენს ორ ცალ კერტს, ხედვის სფერო ისე აუკრავს.
თითქოს სიბნელე მომერია, სრულად და ერთობ -

თავშეკავება დამავიწყა... თითებს ოსტატებს,
შეუხებელი არ დაურჩა მცირე ნაწილიც,
ჩემმა ტუჩებმა მაგ თვალებზე მზერა მოგტაცეს,
შენ კი ტუჩებით შემიცვალე, მზერას მაცილებ.

მერე იწყება გრძელი ღამე, მაგრამ საერთო,
დაწვება მთვარე და სარკმლიდან გვიცქერს, მე და შენ,
თუ როგორ გვძინავს ერთმანეთზე, გვყოფნის ჰაერი,..
დილით ვიღვიძებთ და მიყვები სიზმრის შესახებ.

უბრალოდ მიყვარხარ

ღამეა,
ქუჩა
თუ ვიღაცის პროსპექტი,
ჩიტები უცდიან წვიმას,
რომ გაერთონ,
მსურდეს და უთუოდ
სიგარეტს მოვწევდი,
ნეტავი ვიცოდე,
რა მინდა
საერთოდ.

გელოდე იმდენხანს,
კინაღამ მივღამდი,
ვკანკალებ,
ქურთუკს კი აწვალებს
სიცივე,
საათებს მოვხსენი
სიყალბის ნიღაბი,
მერე კი დავჯექი,
უშენოდ ვიცინე.

ფაქტია არ მოხვალ,
გიცდიდი რის გამო,
ხელები ცივია,
მზერაზე ნაკლებად,
ჩერდება
დროება და უნდა
იწამო –
მიყვარხარ!
ახლა კი ავტობუსს გავყვები

პარიზი. ვერსალი

პარიზი.
ვერსალი.
სიჩუმის ბუნაგი,
მკლავებში თმებია,
პომადა კისერში,
დაორთქლილ ვნებაში -
წყურვილი მსუნაგი,
წყურვილში -
დამხრჩვალი ფიქრების გიშერი.

ვშორდებით ერთმანეთს,
ტირიხარ ბავშვივით,
მე თითქოს გულქვა და ამავ დროს ამურით,
იოგებს ვძაბავ და კანკალით -
დამშვიდდი!...
პარიზი.
ვერსალი.
ცრემლების ხმაური.

მდინარე გვიქადის დახრჩობის მისიებს,
კრძალული ჟინი და კახპობა მადამთა
ხიბლავდა ვიღაცა პარიზელ მისიეს...
პარიზი.
ვერსალი.
სამოთხე დამთავრდა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<