siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-21 - 5:06 PM    
ახლოვდება რაღაც ცაზე მაშტაბური,
მსოფლიოა გარინდული მოლოდინით,
მინდვრებია უყვავილოდ დაშრამული,
ქალაქები დანგრეული მხოლოდ იმით,

რომ მოკვდავებს თანადგომა დაუკარგავთ
და ცხოველურ ინსტიქტებით მოქმედებენ,
დაც კი ფრესკა ტაძრებისთვის დაუქარგავთ,
კაწრავენ და ფლირტაობას აღმერთებენ.

იმის ნაცვლად სიყვარულით გალამაზდნენ,
მახინჯები ხდებიან და ბოროტები,
წინაპრებიც თავისთავად გადაფასდნენ,
მრავლდებიან სულიერი რობოტები.

უმეტყველო თვალები აქვს ყველას მონის ,
გონებაში გაყინული იდეებით
ჩამოიმსხვრა ცისარტყელა _ზეცის ტონი
სამოთხისკენ მიმავალი კიბეები.

ბედნიერი არ უყვართ და ეშინიათ,
ფიალოგი ფოტოზეა ასახული.
ხელოვნება შთაგონებაშეშლილია
ხმარებიდან ამოიღეს გაზაფხული....
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<