შეღამებულზე მიიმალა ღრუბლებში მთვარე, კანგაცლილ ხეებს დაუვარდათ ფოთოლი ბოლო, სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს კარებს, სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს მხოლოდ.
შენ თუმცა ასე უბრალო და სახელად წვიმა, აწყდები მინას, და იფერთხავ ფრთებიდან ვალებს, გაგექცა წვეთი, ან ბოლო ან ბოლოდან წინა, გაშრები მაინც, დღეს თუ არა, გაშრები ხვალე.
ცამ ხედავ ისე შეიფერა... სიწითლე ღრუბლის, სცენაა ახლა სიყვარულის, გოგოა როლი, ზამთარს კი ისევ უღალატო მერცხალი უვლის, ღმერთია ალბათ პირველი და ღმერთია ბოლოც.
შეღამებულზე მიიმალა ღრუბლებში მთვარე, კანგაცლილ ხეებს დაუვარდათ ფოთოლი ბოლო, სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს კარებს, სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს მხოლოდ. |