დარგული ალფრედ დე მიუსსეს სამარესთან
ტირიფი ტირის
მდინარის პირის
და თავის გმირის
თავგადასავალს.
(აქ მრავლობითი
იდგა კოპიტი -
მარადყოფითი
შრიალით სავსე).
ფერმკრთალი მუზა,
შემკრთალი მუზა,
ნამდვილი მუზა
დე მიუსსესი
ტირის, რომ დღემდე
მიუსსეს შემდეგ...
ოცნებავ, შესდეგ!
აი, მიზეზი.
ტირიფი ტირის.
მე ცრემლის ხშირის
არა ვარ მომხრე:
არაა წესი.
დრო ანთებს რკინას,
დროს აღარ სძინავს
და ქუხს, და გრგვინავს
ჩვენი კონგრესი |