მწვერვალთან, სადაც ჰყვავის ტუია,
დგახარ ცისფერი.
საღამოვდება და სიყრუეა
მოპირისპირე.
ასე ტუია და ცა უსივრცო
სულს ეხამება,
ასე არასდროს არ დაივიწყო
ეს შეღამება.
ასე სავსეა ღამის ფიალა
სიცოცხლის წინა.
ასე ტუიამ გაიშრიალა
და მიიძინა.
ასე ცისკარმან მიმოაფინა
ვარდი თუ ია.
და კვლავ ახალი სიცოცხლის წინა
დგახარ, ტუია. |