siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 7:09 AM    
siyvaruli.in
ტაძრის ერთ კუთხეში დაჩოქილი
მორცხვად ვემალები ცოდვებს,
თვალებდახუჭული, დამხობილი,
ჩუმად ვიმეორებ ლოცვებს.

ცამდე აღმართული გუმბათიდან
ფრთხილად დაეშვება სხივი,
ჩამოფარფატდება ანგელოზთა
ფრთებით გადაბმული მძივი.

მიმოიბნევიან მთელს ტაძარში,
მიმანიშნებელნი ერთის,
ყველა შესამკობზე ძვირფასია
წმინდა სამკაული ღმერთის.

ხატთან ანთებული სანთლებიდან
უხვად იღვენთება სითბო,
ხელის გულები მაქვს მიშვერილი
და თან სულის გულსაც ვითბობ.

ხატთან ანთებული სანთლებიდან
ცრემლი იღვენთება თითქოს,
ეს ხომ დედა არის, მარიამი,
ის ხომ მუდამ ჩვენზე ფიქრობს.

წმინდა ანგელოზთა სამკაულში
ჩემი ანგელოზიც ვნახე,
ისე მომეფერა, ისე აუხსნელად,
ყველა ჩემი ცოდვა ვძრახე.

და მე დღემდე მჯერა, რომ უფალმა
ხელზე მომიჭირა ხელი,
და მე ის ვიგრძენი, როგორც უტკბილესი
მშვიდი სიოს ქროლვა, ნელი...

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<