თეთრით შეივსო ჩემი ეზოს მთელი ვენახი, გარეთ წყალია უფრო მეტად, ვიდრე ხმელეთი, როგორ ძნელია უშენობის გულში შენახვა, როგორ მომინდა მეხებედოს შენი ხელები.
ამ თებერვალსაც შეუყვარდა თოვლი - მოახლე, სანთებელათი თითებს ვითბობ, ვსუნთქავ მეთანით, კედლის კალენდარს, გაყინული ხელით მოვახევ თარიღს, რომელსაც აწერია - ახლა შენთან ვარ. |