წამები, წუთები ვთვალე და ვთვალე, მეძახი შენი ფიქრების მხატვარს, ცოტას მოვითმენ და ვიცი მალე, ახდება ყველა სურვილი, ნატვრა.
თხელი თითების გიხდება გენი, მეძახი შენი თვალების პოეტს, ჩამოდგა ჩვენი განცდების გემი, საყვირით: "აჰა, შორიდან მოვედ".
ეს ახლა არ ჰგავს სიყვარულს ალბათ, გაყინულ მომენტს ჰაერში ვიჭერ, მომწონს როდესაც თვალების დაბლა თამაშობს შენი სიწითლის ნიჭი.
ჩემი სიზმრების საზომი გქვია, ჩემი სიზრების სიმკვეთრე ფერთა, ეკლიან გზების შედეგად, ქვიან ბილიკს მოვყავარ ნელ-ნელა შენთან.
მერე... |