გარეთ გრადუსით სუსხია და საათის დილა, თბილისის ცენტრალს შეერია ნაკადი ხალხის, მოვედი შენთან, ოთახშიც კი შენსავით თბილა, იძინებს ყველა, იანვარი ალიონს ახელს.
შემოდის კატა, როგორც ყველა (პირს იბანს თათით), მეზობელ ოთახს თუთიყუშის წამოსცდა სტვენა, ორივე, შემდგომ გავიგე, რომ მოვიდნენ მათით, ორივემ მათით ამოიდგა თვალების ენა.
გიყურებ, ასე გულუბრყვილო საიდან მეთქი, იჯერებ ყველა სისულელეს, სიმართლის გაღმას, შენი თვალების სინანული ჰაერსაც ხეთქავს, ანუ თვალებში ხეტიალობს ბავშვური ნაღმი.
იცვლება ფერი, აურა და ფანდურის ნოტი, დავდივარ ბოლთით (პაუზებით) ოთახის ირგვლივ, კედელზე არის ნახატები და ბევრიც ფოტო, რომლითაც ჩემს თავს შორეული ფიქრებით ვიღლი.
მერე კი ღვინო, როგორც წესი, მჭადი და ყველი, მერე კი უცებ შემოღამდა - საათის ათი, ვიცვამ და გულში მრცხვენია, რომ მაცილებს ყველა "დროებით! ნათი!" |