ვერც კი
ვიაზრებდი
როგორ ვაშავებდი,
რაც ხორცს მოვამატე,
ის სულს დავაკელი,
მაგრამ გვიანია
ფუჭი სინანული,
და გზაც ჯოჯოხეთის
თითქოს არაფერი...
ცოტა სიხარულთან
უფრო ბევრი იყო,
ჩუმი ტკივილები
გრძნობას განაფენი,
მაინც ბედისწერას
უნდა დავმორჩილდე
და სხვა დანარჩენი,
თითქოს არაფერი....
ზამთარს მომწყვდეული
სუსტი ჩიტივით ვარ,
ჩემი სიჯიუტით
ყინვას დავაბერდი,
იცი, მეტირება,
მაგრამ არ შევიმჩნევ,
და ეს სიყვარულიც,
თითქოს არაფერი... |