თვალცრემლიანი,
ჩუმად ვდგავარ და
საკუთარ გრძნობებს ვეთამაშები,
ახლაღა ვხვდები,
ჩემი ოცნება
ხელოვნურად რომ იყო ნაშენი.
წადი,
დამტოვე და გაპატიებ,
დღეს მომავალი წარსულში ვცვალე,
თვითონაც იცი,
რომ პატიება,
განაჩენია ყველაზე მწარე.
გზა,
სიყვარულის გადასარჩენად,
ბევრი ვეძებე
და მაინც არ ჩანს,
ნუღარ მისურვებ ბედნიერებას,
ბედნიერება მე შენში დამრჩა.
|