წუხელ, შლეგივით დავქროდი ქარში, შენს მეტი თურმე არავინ მსურდა... და სიყვარულის ამ, ნიაღვარში... გეძებდი დღემდე, გეძებდი მუდამ...
არ დამშრობია, წყურვილი შენი და გულში ცეცხლი ყოველთვის მენთო..., გეძებდი ასე, უაზრო რწმენით... წუხელ, სიზმარში ვიყავი, ღმერთო...
შენ ხარ მიზეზი, რადაც შევცოდე, რისთვისაც ასე დავქროდი კენტად... მინდა, დუმილი შენი მესმოდეს... და კიდევ უფრო მიყვარდე, მეტად...
წუხელ, მე გულის კარებს მიმტვრევდა... შენი ღიმილი, ჩემი სადარდო... ქუჩაში უცხო ხალხი გვიმზერდა... როგორც ყოველთვის, როგორც არასდროს...
მე ვიცი, ჩემს თავს შენს ქარებს ვანდობ... ყველაზე მეტად მაგ ქარის მჯერა... გიხსენებ ახლაც და მაინც ვდარდობ... მომინდა შენი თვალების მზერა...
და მაინც, ისევ ამ წუთებს ველი... მაგიჟებს შენი თვალების ბრწყინვა... წუხელ, არ იყო მზე ასე მწველი... და დილას შენთვის მოვედი წვიმად...
წუხელ, შლეგივით დავქროდი ქარში... როგორ მიყვარდი, ეხლაც ვიხსენებ... და სიყვარულის ამ ნიაღვარში... ვფიქრობ შენზე და ასე ვისვენებ... |