siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-30 - 7:24 PM    
siyvaruli.in
Explore

Sign up!

Help
Log in!
-სალი როგორ მოგეწონა სკოლა? -დეეე, სკოლა კარგია მაგრამ ზოგი ტიროდა, ზოგიც წუწუნებდა და რატომ? -ალბათ იმიტომ, რომ მიჩვეულები არ არიან..კაი ეხლა წამოდი ჭამე! -ეხლავე მოვალ დედიკო ხელს დავიბან.. *** სალომე თანდათან იზრდებოდა, გადადიოდა კლასიდან-კლასში.იგი ყოველთვის მომზადებული და ლამაზი გოგონა იყო.. ის ხვდებოდა, რომ ბუნებამ საუცხოო სილამაზით დაასაჩუქრა... *** აი, დადგა პირველი სექტემბერი, როდესაც ბავშვები ჟრიამულით მიიჩქაროდბენ სკოლაში. -ვაა, გიო როგორ ხარ? როგორ შეცვლილხარ ბიჭო... -რას ვიზამთ სალო უკვე მეათე კლასში ვართ, დრო მალე გადის და ჩვენც ვიცვლებით.. შენ როგორ ხარ?:) -მეც კარგად ვარ...როგორ გაატარე ზაფხული? -აი, იკაც მოსულაა.. რავა ხარ იკუშ? -კარგად თქვენ როგორ ხართ ბავშვებო? -"ჩვენც კარგად!" -უპასუხა გიომ! - ბიჭო შენი შეყვარებული სადაა? -ნათია? არ ვიცი ეე. გუშინ ველაპარაკე და ასე მითხრა მოვალო და მოვა რაა... *** დაიწყო სასწავლო წელი.. ნათია და ირაკლი შეყვარებულები იყვნენ! მათ ერთმანეთი მერვე კლასიდან უყვარდათ! *** -დედა მე ცოტახანი ეზოში გავალ, გავისეირნებ.. კარგი? -დღეს ხომ გიორგის დაბადების დღეა შვილო... რატომ არ მიდიხარ? -არ მინდა წასვლა. მირჩევნია გავისეირნო.. -არა შვილო ამ წვიმაში რა გინდა გარეთ.. ჯობია გიოსთან წახვიდე ან სახლში დარჩე... თან უკვე ბნელოდა! -დეე, ხომ იცი რომ წვიმაში სიარული მიყვარს... -კაი სალო, მაგრამ ქოლგა მაინც წაიღე!! -დეეე! -ხო კაი, კაი მოდი გაკოცო... -მალე მოვალ... სალომე ნაზად და ფიქრებში გახვეული მიაბიჯებდა თითოეულ ნაბიჯს...იგი სველდებოდა, უსველდებოდა, უსველდებოდა ნაზი თმები, რომლებიც მის ლამაზ სახეს ეალერსებოდნენ... მიდიოდა და ჩერდებოდა, მაგრამ უცებ გაშეშდა, რადგან მის წინ დაინახა ადამიანი, რომელმაც გული აუჩქარა და გრძნობებში ჩაახედა... -უკაცრავად...-სალომემ მხოლოდ ეს თქვა და თავი ჩაღუნა... -არაფერია! ცუდათ ხომ არ ხართ? -არა...იცით ცოტა შემაშინეთ... -ასეთი საშინელი ვარ? ბოდიში, თქვენი სახელი? -ჩემ სახელს რა მნიშვნელობა აქვს, სხვა დროს გავიცნოთ ერთმანეთი...იცით მე მეჩქარება და...აი ეს დანა სამახსოვროდ დაიტოვე ჩემგან, ეხლა კი უნდა წავიდე... -მადლობთ! იმედია კიდე შევხვდებით, დროებით!! *** -ბიჭო რა გჭირს ტოო...ვეღარ გცნობ.. რა იყო სიყვარულმა დავიჯერო ასე დაგადებილა? -გიო გამანებე თავი რაა!! ეხლა შენი ნერვები არ მაქვს არ მინდა! არ მინდა ნათიაზე ლაპარაკი... -რა? მოიცა, მოიცა, შენ და ნათია ხომ არ დაშორდით ჰა? -არა სულელი ხომ არ ხარ... -ახლა მისმინე, ნათია გიყვარს? -შემეშვი რააა... -არა, არა მართლაა -ხო კაი... აბა როგორ გითხრა? მასთან უკვე 2 წელია ვარ და ვერ მივატოვებ... -სხვა შეგიყვარდა? -იცი გუშინ წვიმაში გარეთ გავედი და ვიღაც გოგო სეირნობდა, ცოტა შევაშინე, ალბათ რაღაცაზე ფიქრობდა... გრძელი და წვიმისგან დასველებული თმა, ნაზი და ნაცნობი ხმა ჰქონდა... -ვიღაცას სიყვარულის ისარი მოხვდა გულშიიი... სახეზე როგორი იყო? -არ ვიცი არ დამინახავს.. -ახლა რა უნდა ქნა? -არაფერი.. -იმ გოგოს არ დაუწყებ ძებნას? არ გაინტერესებს ვინ იყო? -კი, მაგრამ... სად ვეძებო.. რა სისულელეა.. კაი აბა მაგრად.. -მაგრად ძმაა და გრძნობებში გაერკვიე... აბა შენ იცი.. *** ნატ როგორ ხარ გოგო? რატომ არ დამირეკე გუშინ? -რავიცი... -რა გჭირს? -არაფერი -ცუდათ ხარ? -არა უბრალოდ ცოტა მოვიწყინე -რატომ? -აუ, სალო არ ვიცი რა ხდება... იკა შეიცვალა....უკვე სამი დღეა რაც ვეღარ ვცნობ. გთხოვ გამიგე რა ხდება... ხომ იცი როგორ მიყვარს... :(:(:( -კაი, შევეცდები გაგიგო... -გიოს დაელაპარაე რა... იქნება იმან იცოდეს რა დაემართა იკას sad -როდის დაველაპარაკო? -თუნდაც ახლა... -კაი, მაშინ ახლა მე წავედი გიოსთან და შევეცდები გავიგო რა ხდება... -კაი..:( მადლობ სალო... -რისი მადლობ მეგობრები რისთვის ვართ... წავედიი პაკა... -პაკა sad ...................... -ვინ არის? -გიო მე ვარ სალომე.... -ააა... ხო, ხო შემოდი სალო... ჩემთან რამ მოგიყვანა? -ბიჭო იკას რა სჭირს? ნათიამ მითხრა სამი დღეა ვეღარ ვცნობო.. -სამი დღეე? ა ხო. ისე მეც შევამჩნიე რაღაცა, მაგრამ ვერ გეტყვი... -კაი რააა.. რატომ ვერ მეტყვი? -განა არ ვიცოდი, რომ შენ და ნათია დაქალები ხართ... წახვალ და ყველაფერს მოუყვები... -გიო ჩვენ დაქალები არ ვართ და ეს შენც კარგათ იცი... -ხო კაი კაი.. იცოდე ნათიას არ უთხრა თორემ დამკარგავ... -ჩუმად ვარ! -რამე არ გინდა? კოკა ან წყალი ან რავიცი რამე არ გინდა? -წყალი მომიტანე ოღონდ ცივი!! -ოკ.. დამელოდე მოვალ... აი გამომართვი.. -მადლობ:) -გოგო მემგონი ირაკლის ნათია აღარ უყვარს... -სხვა შეუყვარდა? -არ ვიცი. მეც არაფერს მეუბნება! -აუ რა ცუდია. ნათიამ ეს რომ გაიგოს გაგიჟდება. ალბათ თავს მოიკლავს... -ხოდა შენც არაფერი უთხრა, ვერაფერსაც ვერ გაიგებს და თავსაც აღარ მოიკლავს... -იკას ვინ შეუყვარდა ხომ ვერ მეტყვი? -აი მაგას უკვე ვეღარ გეტყვი, არ მკითხო რატომ, რატომ არ მკითხო? იმიტომ რომ ვერ გეტყვი, რატომ ვერ გეტყვი? უბრალოდ ეს მისი პირადულია... *** იმ დღის შემდეგ, რაც ირაკლი იმ გოგონას შეხვდა საკუთარ თავში ჩაიკეტა და მარტოსული გახდა.. დაეძებდა იდუმალ გოგონას, რომელზეც არაფერი იცოდა, გარდა იმისა რომ, ის გახდა მისი ცხოვრების აზრი.. სალომ ირაკლის გულში დიდი ადგილი დაიკავა.. იგივეს განიცდიდა სალომეც...ორივე იტანჯებოდა და ფარული სიყვარულით! *** ნათიას ყურამდე მიაღწია იმ ამბავმა, რომ ირაკლის იგი აღარ უყვარდა. ნათია კი იტანჯებოდა... შავი ღამეები თეთრად ექცა, მას ეგონა, რომ არასდოს არავინ შეუყვარდებოდა... *** გავიდა რამდენიმე თვე და დადგა ის დღე, როდესაც ირაკლი და მისი მეგობრები ამთავრებდნენ სკოლას... ამ დროს ნათია და ირაკლი დაშორებულები იყვნენ. ისინი ყოველგვარი ჩხუბის და ახსნა-განმარტების გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს, რადგან ორივენი ხვდებოდნენ, რომ მათ სიყვარულს მომავალი არ ქონდა... ნათია საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად, გიორგიმ იურიდიულზე ჩააბარა.. ირაკლიმ და სალომემ კი უცხოენებზე ჩააბარეს. ისინი ერთ ჯგუფში მოხვდნენ, მაგრამ ეს ჯერ არ იცოდნენ.. *** -ირაკლი? -ვაა.. სალო აქ რა გინდა? -მე აქ ჩავაბარე... -მეც! როგორ ხარ? smile -კარგად შენ? -ვარ რაა... -რატომ მასე მოწყენილად? ამ კითხვის მერე ირაკლი დაფიქრდა თუ რა ეპასუხა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მოწყენილობის მიზეზი არ გაემხილა... -ირაკლიი რაზე ჩაფიქრდი? -არა ისე უბრალოდ... შეყვარებული ხომ არ გაიჩინე? -არაა.. და შენ რას შვრები მაგ საკითხთან დაკავშირებით? -მოდი თემა შევცვალოთ.. ალბათ იცი რომ ზეგ გიორგის დაბადების დღეა, არ იქნები? -კი ვიქნები... -ვისთან ერთად მიდიხარ? ნათია ხომ საზღვარგარეთ წავიდა -ხო ვიცი.. ალბათ მარტო მოვალ -გინდა მე გამოგივლი და ერთად წავიდეთ -კარგი.. ეგრე იყოს.. *** -გიო გილოცავ! -მადლობ სალო:) იკა სადაა?:) -დაბლაა, მანქანას დააყენებს და ამოვა... .................... -იკა,რატომ ხარ მოწყენილი? იციი,მინდა გავიგო რა იმალება შენში, ძალიან შეიცვალე, ვეღარავინ ვეღარ გცნობს.. რა ხდება? -ღამე იყო, წვიმდა, გავედი გარეთ, სეირნობის დროს შევხვდი გოგონას, რომელიც ცოტა შევაშინე. იგი ჩაფიქრებული მიდიოდა, ისევე როგორც მე.. მას გაშლილი თმები წვიმისგან სველი თმა ჰქონდა... ნაზი და ნაცნობი... იმის მერე მას ვეძებ. ისიც კი არ ვიცი რა ქვია, საიდან არის ან... მოკლედ არაფერი ვიცი მის შესახებ, ერთი ვიცი, რომ ძალიან შემიყვარდა... სალომე დაიბნა, შიშმა აიტანა და თვალები აუცრემლიანდა, მან შეშინებული ხმით იკითხა: -ეგ როდის მოხდა? -ზუსრად ერთი წლის წინ, როცა გიოს დაბადების დღე იყო და მე არ წავედი სალომე ატირდა... გიომ და იკამ მეორე ოთახში გაიყვანეს და ცდილობდნენ გაეგოთ რა დაემართა მას... -სალომე რა გჭირს? რატომ ტირიხარ? რამე გეწყინა? -არ ეშვებოდა გიორგი... -გიო მოდი მარტო დავტოვოთ და როცა უკეთ გახდება მერე გვეტყვის ყველაფერს... -არა! ირაკლი შენ დარჩიი... გიორგი მიხვდა ყველაფერს და თქვა: - კაი,მე გავედი ალბათ ბევრი სალაპარაკო გაქვთ... -სალომე რა დაგემართა ახლაც არ მეტყვი? - ის... ის... გოგონა მე... მე ვიყავი იმ ღამით... - რააააააა? ირაკლი წამოხტა და გაოგნებული თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით.. არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა.. სალომე კი ტიროდა... -წამოდი დაბლა ჩავიდეთ და პარკში ვილაპარაკოთ... ......................... სალო მე არ ვიცი რა გითხრა, უბრალოდ მიყვარხარ და იმ ღამის მერე დაგეძებ... -იმ ღამის მერე მოსვენება დავკარგე, სულ შენზე ვფიქრობდი, არ ვიცოდი რა მექნა,მხოლოდ შენი პოვნა და შენთან ყოფნა მინდოდა -აი რამ შეგვცვალა ორივე... -თავს დამნაშავედ ვგრძნობ... -რატომ? ჩვენ ხომ ერთმანეთი ვიპოვეთ... -კიი, მაგრამ ნატას ხომ ჩემს გამო დაშორდი, იგი ჩვენი გულისთვის დაიტანჯა:( -შენ არაფერ შუაში ხარ! იგი უფრო დაიტანჯებოდა მე რომ მასთან დავრჩენილიყავი უსიყვარულოდ... -არ ვიცი... ირაკლიმ სალომე მიიზიდა თავისკენ, ტუჩები შეახო მის ნაზ ტუჩებს, რომლებიც კრთოდნენ.... -სალომე მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ იკა! ამ დროს იქვე ბიჭები ჩხუბობდნენ, ერთმანეთს აგინებდნენ. ერთმა იარაღის ლულას გამოკრა თითი. მან უმისამართოდ გაისროლა, მაგრამ ერთი ტყვია საბედისწერო აღმოჩნდა სალომესათვის. სალომე უგონოდ დაეცა დაბლა. ეს ყველაფერი ისეთი წამიერი იყო, რომ ირაკლი გონს კიდევერ მოსულიყო, მაგრამ მან ყველაფერი გააცნობიერა, ამოიღო სალომეს ნაჩუქარი დანა,სალომე ჩაიკრა გულში და ყურში ჩასჩურჩულა: -აქ დაგვაშორეს, მაგრამ მეც მალე მოვალ შენთან და სულ ერთად ვიქნებით. მიყვარხარ... ამ სიტყვების შემდეგ სალომეს ჯერ კიდევ თბილ ტუჩებს აკოცა და თავისივე ხელით დაირტყა დანა გულში.... ასეთი წამიერი იყო მათი სიყვარული..
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<