ცაც კი დაძველდა (დაუფიქრდი, უკვე რამხელა დროა გასული), მიაცოცებს ღრუბლებად ხავსებს, გყავს არაფერი (არაფერი), თუმცა, ნახე რა შვენიერია - სიცოცხლით და სიკვდილით სავსე.
ბინდდება, რჩება, აღარ გრჩება ალტერნატივა, გრჩება ქალაქი (მისაღები უკვე სრულებით) სამოგზაუროდ, განაჩენად, თანაც ნახე რა მშვენიერია - ღალატებით, სიყვარულებით.
რა მოხდა, თუკი აღარა ჰგავს ღმერთის ნახელავს, ღმერთი (მაღალი), იცი, სადაც შეასასაბამო, გიშენებს სიზმრებს (აგარაკად), თანაც ნახე რა მშვენიერია - შიშისა და სიმშვიდის გამო.
მიიღე! მიდი! სიმბოლურად, ჩუმად, ნახევრად, ფიცად, ხუმრობად, გამოწვევად, თხოვნად, ძახილად, შეურაცხყოფად, კომპლიმენტად, სახედ, სახელად (მშვიდად), კანონად, დასაცავად, გადასახევად, დოზად, გრადუსად, სუბოტექსად, ოღონდ ისეთი, როგორიც არის, უპირობოდ, თანაც ნახე რა მშვენიერია - ცოდვისა და შენდობისათვის.
ცაც კი დაძველდა, დაუფიქრდი, უკვე რამხელა დროა გასული, მიაცოცებს ღრუბლებად ხავსებს. გაქვს დასაკარგი არაფერი, თუმცა, ნახე რა მშვენიერია - სიცოცხლით და სიკვდილით სავსე. |