ქალაქი გაივსო თვალებით, თვალებით უაზრო, ღამეა შავი და ვრცელი და... უბრალოდ მიმქონდა - თითები თითებში, კოცნამდე ვიყავით უარზე, კოცნამდე ვიყავით უარზე, პირიქით თითქოს და...
არ იყო მთვარე და ორიოდ ვარსკვლავი ეკიდა, არ იყო არც ქარი, არც წვიმა, ცა თვალებს იშრობდა, მინდა რომ ხერხემალს გავუდგე მესამე ნეკნიდან, მინდა რომ შენამდე არ იყოს მანძილი - სიშორე.
ამინდი წყნარია, ხანდახან ამინდიც აურევს, ხანდახან მინდა, რომ იყო და ხანდახან ისე რა... და მოგაქვს (არც მოგაქვს) რთული და უშენო აურა, იძინე ჩემს მკლავზე, გამათბობს მე შენი კისერი.
დილამდე ვითვალე წამები, ვითვალე წვალებით, ვითვალე, ფერები, ფერადი არ იყო არაფრით, მერე კი ორივე სხვადასხვა ქალაქში წავედით, მერე კი სიჩუმე ჩამოწვა ისეთი... გავაფრენ...
და დავრჩი, მე ასე, გამდგარი მესამე ნეკნიდან. |