siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 1:03 PM    
წვიმდა. უცებ საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი მას თან თავისუფლების მშვენიერი გრძნობა ახლდა, არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა მეყვირა, მეყვირა სიძულვილით, მეყვირა სიყვარულით, ზიზიღითა და ბედნიერებით. ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია. არ ვიცოდი რა მჭირდა, იქნებ სიზმარია... მაგრამ არა მე მღვიძავს, მღვიძავს და მტკივა გული მაგარმ არ ვიცი რატომ, თუმცა... არც მღვიძავს, დიახ ვხედავ ჩემს სხეულს, მართლა ვხედავ მას ძინავს უგრძნობლად არი. ნუთუ მე ვარ, არადა როგორ ვარ, მე ხო აქ ვარ ზევით ის კი დაბლა, დავიბენი... მხოლოდ სიჩუმის ხმა მესმოდა, აგარც წვიმა, აგარც გულის ის სასიამოვნო ფეთქვა. არა ნამდვილად მძინავს, თვალები დავხუჭე, მაგრამ არაა! მე ისევ აქ ვარ ჩემი სხეული კი ქვემოთ. ღმერთო რა უსუსურები ჩანან აქედან ადამიანები, თუმცა არ ჩანან ნამდვილად არიან. აქედან ყველაფერი მარტივია. მე დავინახე როგორ იცინოდა ვიგაც ნეტავ არ აცინებს მას ხომ შვილი დაეღუპება ცოტა ხანში- ეს მე არ მიფიქრია, ეს ვიღაც სხვამ თქვა თუმცა მე ვერ დავინახე. აქედან სამყარო მშვენიერია გაცილებით მშვენიერი. ერთხანს ვუყურებდი ამ საოცარ ხედს, უცებ თვალი შევავლე როგორ ქურდობდა ვიღაც, მაგრამ არ შემეძლო მეთქვა შეჩერდი! დავიყვირე, ვყვიროდი ხმამაღლა თუმცა მას არ ესმოდა ჩემი გულსაკლავი ხმა. მინდოდა ჩავსულიყავი და შემეჩერებინა, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა არ მიშვებდა, ვიბრძოდი, მაგრამ უშედეგოდ მაინ გაიმარჯვა.
შვილო ადექი მომესმა დედაჩემის ხმა, მე აქ ვარ დედი უკვე ავდექი ვუთხარი თუმცა მან ყურიც არ მათხოვა. მე ძალიან მეწყინა. ადექი დროზე იმეორებდა ის მერე ჩემ საწოლთან დაიხარა გადმომაბრუნა და...
ტიროდა დედა, ტიროდა ყველა, რა ატირებთ ამ ხალხას ნუთუ ვინმეს რაგაც მოუვიდა, მეც მითხარით მინდა ვიცოდე, გეხვეწებით, მაგრამ ხმას არავინ მცემდა ვერავინ მამჩნევდა... აი ჩემი მეგობარიც ტირის გუშინ რომ ვაწყენინე, ნეტავ რა ატირებს იქნებ ჩემ გამო ტირის არ უნდა მეთქვა ის რაც ვუთხარი. მივალ იქნებ დავამშვიდო მაგრამ მას ჩემი ხმა არ ესმის მე ბოდიში მოუხადე ის კი ზურგს მაქცევს და ვიღაცას დასტირის მე მივიხედე და...
-ცოცოხალი ვარ დედი ნუ ტირი, მე აქ ვარ შენ გვერდით არ გესმის აქ ვარ, მაგრამ მაინც ტირის ჩემი ხმა მათ გულამდე ვერ აღწევს. მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ მიყვარს,რომ ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მინდოდა ჩემი მეგობრისთვის მეთქვა, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ძვიფასია, მაგრამ ამას ვერ ვახერხებდი არ შემეძლო. ვტიროდი და მათთან ერთად დავტიროდი ჩემ უბადრუკ ცხოვრებას, რომელსაც არ ასაზრდოებდა სიყვარული...
გამეღვიძა, ოფლში ვიწურებოდი, თვალებიდან ცრემლები მდიოდა. გამეხარდა, გამიხარდა რომ შემიძლია ვუთხრა ყველას სიტყვა "მიყვარხარ"... მიყვარხარ დედა, მიყვარხართ ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ თქვენ ყველა და ეს მშვენიერი სამყარო...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<