უკვე აღარაფერია დასანანი . . . უკვე აღარაფერი დამრჩა რომ დავტოვო . . . დალეწილ კარებში ვდგავარ და არ მინდა ზღურბლს ცივი ნაბიჯებით სულიც დავუტოვო. ფიქრი ციხედ იქცა, სხეული - ცივ ჯამბაზად ქარიც წვეთებივით დამექცა თითებში . . . როგორც ქარიშხალი გულის ფსკერს შეეხო დიდი დამცირება ბედის და იღბალის . . . ხმა ვერ მიაწვდინა სულმა ცის კიდემდე დამჭკნარი სულები სამყაროს ავსებენ საათი დროს უსწრებს, მიზნები - სიცოცხლეს გაცრეცილ ღიმილის მიღმა დგას თვალები, რომლებიც არაფერს, არაფერს ამბობენ ქუჩები ქუჩებით, სახლები სახლებით ცხოვრება შეთითხნილ პოემას მაგონებს დაღლილი თვალები, დაცლილი სიტყვები ლოდინში ჩამწვარი სანთლები ხატებთან. წამები წუთებით, აზრები აზრებით . . . ................ უკვე აღარაფერია დასანანი . . . უკვე აღარაფერი დამრჩა რომ დავტოვო . . . დალეწილ კარებში ვდგავარ და არ მინდა ზღურბლს ცივი ნაბიჯებით სულიც დავუტოვო.... |