siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 6:50 AM    
siyvaruli.in
უკაცრავად,
მომიტევეთ სითავხედე,
ალბათ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით?
სულ ვერაფერს მოგაგონებთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო....
რატომ შეკრთით ?
ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ,თუმც თვალები
ძველებურად მეამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ,რას ვაკეთებ რად არ მკითხავთ?
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით ,რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო!
მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ,რა საცუქარს ელით ბოლოს?
მენანებით ლოდინით და ფიქრით დაღლილს
სიბერეც რომ შეგპარვიათ ქალბატონო....
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით,მიმანიშნეთ არ დამზოგოთ,!
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ,
სინანული გვიანია ქალბატონო...
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ბევრი დადის ლუკმა პურის სამათხოვროდ,
არ მოგწყინდათ მარტოდმარტო ხეტიალი,
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.
დრო დაგვიდგა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოვიხრი ამ წუთების სამახსოვროდ
გახსოვთ,ერთ დროს თვალს რომ ვეღარ გაშორებდით?
ახლა კიდევ - რა გატირებთ ქალბატონო?
თუ გიყვარდით,მიპასუხეთ რატომ დამგმეთ?
ახლა ვინ გყავთ - პატრონი თუ საპატრონო?
მომიტევეთ...
ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ და...
სახლამდე მიგაცილებთ,ქალბატონო!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<