siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-02-07 - 1:13 PM    

მზეს შევნატროდით, ვკვნესოდით,

ცრემლს ვღვრიდით შუაღამისას,

მხიარულება არ ჰქონდა

დაწყვეტილ სიმებს ჩანგისას.

მზეს შევნატროდით, მზე გვსურდა,

მზე ცხოველსხივებიანი,

თავისუფალი, ძლიერი,

ახალი - განგებიანი.

მზეს შევნატროდით და ისიც

გაბრწყინდა სასაფლაოზე,

დისკო-გადახრით აენთო

წყვდიადით მოცულ ქაოსზე.

ხელი ვკართ... ისევ ისევე

ცრემლებს ვღვრით შუაღამისას,

ისევ დუმილი ამწუხრებს

დაწყვეტილს სიმებს ჩანგისას.

მზეო, დაუდე საზღვარი

მწუხარე ფიქრთა ქროლასა,

"მზეო, ამოდი, ამოდი,

ნუ ეფარები გორასა”.

უსასოობა, სიკვდილი

ნადგურდება და იხრწნება,

სადაც კი შენი დიადი

ბორბალი ამობრწყინდება.

შორს ჩვენგან, ღამის წყვდიადო,

შორს, შორს, ბურუსო გრძნეულო,

თვალის ამხვევად შექმნილო

და ბორკილებად ქცეულო.

ჩვენ მზე გვსურს... ხალხო, შეერთდით,

ზევით ასწიეთ მზე, ზევით!

მის აღდგომასთან მნათობის

სხივებად გადავიქცევით!


1910

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<