 |
1. ვერძი დარბის ვინტილიატორის გარშემო ამ უკანასკნელის პროპელერზე სწრაფად.
2. კურო ყიდულობს ყველაზე დიდ საზამთროს, მიათრევს სახლში, დებს მაცივარში და იქვე მჯდომი ელოდება როდის გაცივდება.
3. ტყუპებს პირი უშრებათ :)
4. კირჩხიბებს - ცრემლი.
5. ლომი არ იმჩნევს სიცხეს სახალხოდ, პირიქით დადგება მზის გულზე, თაფლსაც წაისვამს, ლეღვის ნახარშასაც კი დაისახავს რომ ყველას დაანახოს - ნამდვილი ლიდერი ყველაფერს იტანს. (პუბლიკას მოშორებული სამი საათით წვება ყინულიან წყალში)
6. ქალწულმა უკვე შეიძინა სველი სალფეტკების მთელი გროვა, სპრეი კოღოების საწინააღდმეგოდ, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცვანი სპეც სათვალე და გასხეხი ყველის შესანახი კონტეინერი (რა იცი რა ხდება პრიციპიში)
7. სასწორს ნაქარგებიანი მარაო აქვს და იმდენად ნაზად ინიავებს რომ ბოლოს მშვილდოსანს ნერვები ეშლება და ხელიდან გლიჯავს.
8. მშვილდოსანმა უკვე იცის რომელ მეგობარს აქვს სუპერ კონდენციონერი და ყოველ დღე დადის ერთიდან მეორესთან.
9. მორიელი - ნუთუ მზეზე აფეთქებაც მე გამოვიწვიე?
10. თხის რქა - ცხელა?არც შემიმჩნევია.
11. მერწყულს კალიების მიგრაცია აინტერესებს და ცდილობს ექსპერიმეტის საფუძველზე დაადგინოს რამდენ ხანს ძლებს ადამიანი ჩაკეტილი მაცივარში.
12. თევზს ძალიან სცხელა, წარმოიდგენს რომ წყალშია. ტალღები ელამუნება, გრილა და უი... წყალმა წაიღო. |