სიყვარულის წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს, გულიდან რომ უნებურად გადმოდიან. მოვლენ თვალთან გადმოსვლას არ კადრულობენ, რცხვენიათ და ისევ გულში ბრუნდებიან... ერთგულების მაცნე ცრემლებს გაუმარჯოს, რომელიც კი თვალის გუგას დასდენია, ვნებით სავსე იმ ცხარე ცრემლს გაუმარჯოს პატარძალს რომ პირველ ღამეს დასდენია... განშორების მწარე ცრემლებს გაუმარჯოს, უკითხავად ყველგან რომ გაჩნდებიან, მწუხარედ და უიმედოდ რომ გვაქცევენ და თვითონ კი მოგონებას შერჩებიან. და ყველა იმ დარჩენილ ცრემლს გაუმარჯოს რომელიც კი ოდეს ვინმეს დასდენია სულ ერთია ტანჯვისა თუ სიხარულის, გაუმარჯოს, თუკი მართლა ცრემლებია!!