გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით... ტუჩის შეხებით... კოცნით კი არა! -მოალერსებით...
გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით ფერებით... ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი...
დაგიკოცნიდი- სულს... გულს... თვალებს ასე სევდიანს... ბაგეს მთრთოლვარეს... მერე გულში ჩაგიხუტებდი....... დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან.... და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს... დაგიკოცნიდი- ღიმილს... ცრემლებს... "ნეტას" ნაღვლიანს........ შენ რომ გდომოდა ......... ........... მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი...